admin 0 გამოქვეყნებულია 21 იანვარი მოივა (ლათ. Mallotus villosus) — ზღვის თევზი ცქიმურასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 22 სმ, ხოლო წონა 17 გ აღწევს. ორი ქვესახეობა: ატლანტური მოივა (ლათ. Mallotus villosos villosus) გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, თეთრ, ბარენცისა და კარის ზღვებში; წყნაროკეანური მოივა ანუ უეკი (ლათ. Mallotus villosus socialis) — კანადის ნაპირებთან, იაპონიის, ოხოტის, ბერინგის, ჩუკოტკისა და ლაპტევების ზღვებში. პელაგიური თევზია; იკვებება პლანქტონური კიბოსნაირებით. ცხოვრობს ღია ზღვაში. მეტად წვრილი ქერცლი და კბილები აქვს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2-3 წლისა. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 10 წელი. რეწვის ობიექტია. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები ოჯახი: ცქიმურასებრნი ლათინური სახელი Mallotus villosus შეტყობინების გაზიარება ბმული შეტყობინებაზე გაზიარება სხვა საიტებზე