admin 0 გამოქვეყნებულია 21 იანვარი ტარანი (ლათ. Rutilus rutilus heckel) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული. პირი თითქმის თავის ბოლოზეა მოთავსებული, ხახის კბილები (6—5, იშვიათად 6-6, 5-5) ერთ მწკრივადაა განლაგებული. ტარანის სიგრძე 50 სმ, მასა — 1 კგ აღემატება. გავრცელებულიია აზოვისა და შავი ზღვების გამტკნარებულ სანაპირო ზოლში. შედის მდინარის ქვემო დინებაში, იქ მრავლდება მარტიდან ივნისამდე, ყრის 6—200 ათასამდე ქვირითს. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით და ლოკოკინებით. სარეწაო თევზია. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: სხივფარფლიანი თევზები რიგი: კობრისნაირნი ოჯახი: კობრისებრნი სახეობა: ტარანი ლათინური სახელი Rutilus rutilus heckel შეტყობინების გაზიარება ბმული შეტყობინებაზე გაზიარება სხვა საიტებზე