Перейти к содержанию
Fishing.ge

აქტივობა

ატომატური განახლება     

  1. უფრო ადრე
  2. admin

    მოივა

    მოივა (ლათ. Mallotus villosus) — ზღვის თევზი ცქიმურასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 22 სმ, ხოლო წონა 17 გ აღწევს. ორი ქვესახეობა: ატლანტური მოივა (ლათ. Mallotus villosos villosus) გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, თეთრ, ბარენცისა და კარის ზღვებში; წყნაროკეანური მოივა ანუ უეკი (ლათ. Mallotus villosus socialis) — კანადის ნაპირებთან, იაპონიის, ოხოტის, ბერინგის, ჩუკოტკისა და ლაპტევების ზღვებში. პელაგიური თევზია; იკვებება პლანქტონური კიბოსნაირებით. ცხოვრობს ღია ზღვაში. მეტად წვრილი ქერცლი და კბილები აქვს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2-3 წლისა. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 10 წელი. რეწვის ობიექტია. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები ოჯახი: ცქიმურასებრნი ლათინური სახელი Mallotus villosus
  3. admin

    წვერა

    წვერა (ლათ. Barbus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. აქვთ ორი წყვილი ულვაში. წაგრძელებული და გვერდებიდან ოდნავ გაბრტყელებული ან ცილინდრული ფორმის სხეული. წვერას გავრცელების არეალი ფართოა. ბინადრობენ აფრიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტურ წყლებში. საქართველოში ბინადრობს სახეობა მტკვრის წვერა (ლათ. Barbus lacerta) და 1 ქვესახეობა კოლხური წვერა (ლათ. Barbus tauricus escherichii). საქართველოში მარაგის სიმცირის გამო წვერას მოპოვება სხვა თევზებთან ერთად ხდება. სპორტულ-სამოხალისო ჭერის ძვირფასი ობიექტია. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: სხივფარფლიანი თევზები რიგი: კობრისნაირნი ოჯახი: კობრისებრნი ლათინური სახელი Barbus
  4. admin

    ტარანი

    ტარანი (ლათ. Rutilus rutilus heckel) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული. პირი თითქმის თავის ბოლოზეა მოთავსებული, ხახის კბილები (6—5, იშვიათად 6-6, 5-5) ერთ მწკრივადაა განლაგებული. ტარანის სიგრძე 50 სმ, მასა — 1 კგ აღემატება. გავრცელებულიია აზოვისა და შავი ზღვების გამტკნარებულ სანაპირო ზოლში. შედის მდინარის ქვემო დინებაში, იქ მრავლდება მარტიდან ივნისამდე, ყრის 6—200 ათასამდე ქვირითს. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით და ლოკოკინებით. სარეწაო თევზია. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: სხივფარფლიანი თევზები რიგი: კობრისნაირნი ოჯახი: კობრისებრნი სახეობა: ტარანი ლათინური სახელი Rutilus rutilus heckel
  5. admin

    კაპარჭინა

    კაპარჭინა (ლათ. Abramis brama) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი სხეული და გრძელი ანალური ფარფლი. მისი სიგრძე 30 სმ აღწევს, წონა 1 კგ-მდე. ბინადრობს ჩრდილოეთის, ბალტიის, შავ, აზოვის ზღვებში და აგრეთვე თეთრი ზღვის მდინარეებში (კარელია), პეჩორაში. საქართველოში გვხვდება შავი ზღვისა და მტკვრის აუზის მდინარეებსა და ტბებში (პალიასტომი, ჯანდარი). ძვირფასი სარეწაო თევზია. საქართველოში სიმცირის გამო სხვა თევზებთან ერთად იჭერენ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილს. ხელოვნური გამრავლების ობიექტია. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ოჯახი: კობრისებრნი სახეობა: კაპარჭინა ლათინური სახელი Abramis brama
  6. admin

    ვობლა

    ვობლა (ლათ. Rutilus caspicus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ბინადრობს კასპიის ზღვაში, სადაც ქმნის რამდენიმე ფორმას: ჩრდილოკასპიურს, მტკვრის და თურქმენულს. სხეულის სიგრძე 30 სმ, ჩვეულებრივ, — 17-20 სმ აღწევს, წონა 800 გ-მდე, ხშირად 150-200 გ. ქვირითის დასაყრელად მდინარეებში შედის: კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან — უმთავრესად მდინარე ვოლგაში, შედარებით ნაკლებად — თერგში, ურალსა და ემბაში. ტოფობს აპრილ-მაისში. ყრის 33 ათ-მდე ქვირითს. მოზრდილი ვობლა იკვებება დიდწილად მოლუსკებით, აგრეთვე კიბოსნაირებით, ტენდიპედიასებრთა მატლებით და მცენარეულობით. ძვირფასი სარეწაო თევზია; იყენებენ დამარილებულს, შებოლილს და სხვა. მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ტიპი: ქორდიანები კლასი: სხივფარფლიანი თევზები რიგი: კობრისნაირნი ოჯახი: კობრისებრნი ლათინური სახელი Rutilus caspicus
  7. admin

    რეცეპტები

    თევზების კერძები
  1. მეტის ჩვენება
×

მნიშვნელოვანი ინფორმაცია